fbpx

IT საზაფხულო ბანაკი ბარსელონაში

ძირითადი ინფორმაცია

ხელმისაწვდომი თარიღები: 2024 წლის 05 ივლისი – 19 ივლისი
მდებარეობა: ბარსელონა, ესპანეთი
საერთაშორისო ბანაკი: მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან
ასაკი: 13-18 წელი
1 კვირის ღირებულება: 1.600€-დან
2 კვირის ღირებულება: 2.850€-დან
ღირებულებაში ასევე შედის: ადგილობრივი SIM-ბარათი, აეროპორტის ტრანსფერი (2 გზა), ჯგუფის ლიდერის მხარდაჭერა, სურათების გადაღება
ღირებულებაში არ შედის: ავიაბილეთები, დაზღვევა

აქტივობები ტარდება ინგლისურ ენაზე.
პროგრამა განკუთვნილია ინგლისური ენის საშუალო და უფრო მაღალი ცოდნის დონის მქონე მოზარდებისთვის.
პროგრამა ღიაა გოგოებისთვის და ბიჭებისთვის.

    საცხოვრებელი გარემო

    მონაწილეები დარჩებიან საერთაშორისო სკოლა SIL-ის საცხოვრებელში.

    • სამადგილიანი ოთახები
    • სამრეცხაო ოთახები
    • საკუთარი დიდი სასადილო სივრცე
    • გარე სპორტული ობიექტები
    • უსაფრთხო და მშვიდი ტერიტორია
    • საკაბელო ტელევიზია და დაცვა
    • უფასო Wi-Fi
    • აქტივობის ლიდერები ხელმისაწვდომები არიან 24/7-ზე
    • ადგილები ღონისძიებებისა და დისკოთეკებისთვის
    • მაღაზიები და სუპერმარკეტები ახლოს

    კვება

    საუზმე და ვახშამი
    ცხელი კერძები, მარცვლეული, ომლეტი, სენდვიჩები და სხვა. საუზმე და ვახშამი საცხოვრებელში.

    სადილი
    სადილი იქნება საცხოვრებელში. ექსკურსიების დროს სადილი შეიძლება იყოს ქალაქში.

    წასახემსებლები და ხილი
    წასახემსებლები და ხილი ხელმისაწვდომი იქნება საცხოვრებლის სამზარეულო სივრცეში დღის განმავლობაში.

    Მნიშვნელოვანია
    მონაწილეები წინასწარ მიიღებენ კითხვარებს ალერგიის შესახებ.

    დაეუფლე IT სფეროს:
    გაიუმჯობესე შენი უნარები!

    კურსის მოკლე მონახაზი
    პროგრამირების საფუძვლები: კოდირების საფუძვლებიდან საკვანძო ცნებებამდე.
    ვებ დეველოპმენტი – HTML და CSS: მრავალფეროვანი ვებ გვერდების შექმნა.
    აპლიკაციების დეველოპმენტი: იდეიდან აპლიკაციის შექმნამდე.
    ხელოვნური ინტელექტი: Machine learning რეალურ პროექტებში.

    IT კომპანიის ექსკურსიები
    აღმოაჩინე და შეისწავლე საუკეთესო ტექნიკური გიგანტი კომპანიების გამოცდილება, როგორიც არის Amazon და Glovo. იმოგზაურე კომპანიების ექსკლუზიურ ტურებში, ჩვენი პროგრამის მეშვეობით!

    ახალი უნარების შეძენის მასტერკლასები

    კულინარიული ხელოვნება
    ერთად მოვამზადოთ ცნობილი კერძი – პაეია.

    გაუდის მოზაიკა
    მასტერკლასი ანტონიო გაუდის სტილსა და ტექნიკაში მოზაიკის შესაქმნელად.

    სალსას ცეკვა
    მასტერკლასი საოცარ ცეკვაში – სალსა.

    სასაუბრო კლუბი
    ექსკურსიები და აქტივობები მონაწილეებს აძლევს დისკუსიისა და შთაბეჭდილების გაზიარების დიდ შესაძლებლობებს.

    ექსკურსიები

    მდიდარი გასართობი პროგრამა ბარსელონაში: სანაპიროზე დასვენებიდან ტექნოლოგიურ პარკში მოგზაურობამდე.

    • ტიბიდაბოს პარკი
    • კატამარანის კრუიზი
    • სანაპირო
    • სერფინგი
    • პადლ სერფინგი
    • ფლაიდომ პარკი
    • ბოულინგი
    • ბარსას მუზეუმი
    • მოკოს მუზეუმი
    • კოსმო კაიშა

    ასევე ხელმისაწვდომია სხვა არჩევითი აქტივობები

    • გუელის პარკი
    • ლა როკას აუთლეტ სოფელი
    • პორტ ავენტურა
    • ქალაქის ტური
    • ბარსელონას ზოოპარკი
    • ფერარი პარკი