FC ბარსელონას საზაფხულო ბანაკი ესპანეთში

ძირითადი ინფორმაცია
ხელმისაწვდომი თარიღები: 2024 წლის 02 აგვისტო – 17 აგვისტო
მდებარეობა: ბარსელონა, ესპანეთი
საერთაშორისო ბანაკი: მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან
ასაკი: 8-18 წელი
2 კვირის ღირებულება: 3.700€-დან
ღირებულებაში ასევე შედის: ადგილობრივი SIM-ბარათი, აეროპორტის ტრანსფერი (2 გზა), ჯგუფის ლიდერის მხარდაჭერა, სურათების გადაღება
ღირებულებაში არ შედის: ავიაბილეთები, დაზღვევა
8-11 წლის ბავშვები დაიშვებიან მხოლოდ მშობლის თანხლებით.
პროგრამა ღიაა გოგოებისთვის და ბიჭებისთვის.

საცხოვრებელი გარემო
მონაწილეები დარჩებიან საერთაშორისო სკოლა SIL-ის საცხოვრებელში.
- სამადგილიანი ოთახები
- სამრეცხაო ოთახები
- საკუთარი დიდი სასადილო სივრცე
- გარე სპორტული ობიექტები
- უსაფრთხო და მშვიდი ტერიტორია
- საკაბელო ტელევიზია და დაცვა
- უფასო Wi-Fi
- აქტივობის ლიდერები ხელმისაწვდომები არიან 24/7-ზე
- ადგილები ღონისძიებებისა და დისკოთეკებისთვის
- მაღაზიები და სუპერმარკეტები ახლოს

კვება
საუზმე და ვახშამი
ცხელი კერძები, მარცვლეული, ომლეტი, სენდვიჩები და სხვა. საუზმე და ვახშამი საცხოვრებელში.
სადილი
სადილი იქნება საცხოვრებელში. ექსკურსიების დროს სადილი შეიძლება იყოს ქალაქში.
წასახემსებლები და ხილი
წასახემსებლები და ხილი ხელმისაწვდომი იქნება საცხოვრებლის სამზარეულო სივრცეში დღის განმავლობაში.
Მნიშვნელოვანია
მონაწილეები წინასწარ მიიღებენ კითხვარებს ალერგიის შესახებ.
ტრენინგები & სავარჯიშო გარემო
ბარსას აკადემიაში
ბარსას აკადემია გთავაზობთ ექსკლუზიური განათლების მიღებასა და ვარჯიშის შესაძლებლობას ბარსელონას საფეხბურთო გუნდის ოფიციალურ სივრცეში.
- ბარსელონას FC-სტილის ტრენინგ სესიები
- ბარსას აკადემიის სერთიფიცირებული მწვრთნელები
- მასტერკლასები ლა მასიაში
- ბარსას კაფეში ლანჩი ვარჯიშებს შორის
- ვარჯიშები სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერის სტადიონზე.
- სავარჯიშო სესიებზე ტრანსპორტირება ბარსას ავტობუსით
- მონაწილეები იღებენ აკადემიის ოფიციალურ KIT-ს

ახალი უნარების შეძენის მასტერკლასები
კულინარიული ხელოვნება
ერთად მოვამზადოთ ცნობილი კერძი – პაეია.
გაუდის მოზაიკა
მასტერკლასი ანტონიო გაუდის სტილსა და ტექნიკაში მოზაიკის შესაქმნელად.
სალსას ცეკვა
მასტერკლასი საოცარ ცეკვაში – სალსა.
სასაუბრო კლუბი
ექსკურსიები და აქტივობები მონაწილეებს აძლევს დისკუსიისა და შთაბეჭდილების გაზიარების დიდ შესაძლებლობებს.


ექსკურსიები
მდიდარი გასართობი პროგრამა ბარსელონაში: სანაპიროზე დასვენებიდან ტექნოლოგიურ პარკში მოგზაურობამდე.
- ტიბიდაბოს პარკი
- კატამარანის კრუიზი
- სანაპირო
- სერფინგი
- პადლ სერფინგი
- პორტ ავენტურა
- ფლაიდომ პარკი
- ბოულინგი
- ბარსას მუზეუმი
- მოკოს მუზეუმი
- კოსმო კაიშა
- ფერარი პარკი
ასევე ხელმისაწვდომია სხვა არჩევითი აქტივობები
- გუელის პარკი
- ლა როკას აუთლეტ სოფელი
- ქალაქის ტური
- ბარსელონას ზოოპარკი

